რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სწორედ აღნიშნულს ითხოვდა ბრალდების მხარე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა კიდევაც. როგორც პროკურორმა სხდომის შემდეგ განაცხადა, ბრალდების მხარეს დასაბუთებული ვარაუდი ჰქონდა, რომ მათ ბავშვს აიძულეს, რომ თავისი ნების წინააღმდეგ დაქორწინებულიყო. გარდა ამისა, ამ ეტაპზე, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის მამის, სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა არ იკვეთება.