საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომრტის სანაკრებო პაუზის დროს პირველ ამხანაგურ შეხვედრას ტაილანდის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩის წინ ორივე გუნდის მთავარმა მწვრნელმა პრესკონფერენცია გამართა. საქართველოსა და ტაილანდის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა ხაზი ხვალინდელი შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვეს. საქართველო და ტაილანდი ერთმანეთს ისტორიაში პირველად შეხვდებიან. ჩვენი ნაკრები შემდეგ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 15 ოქტომბერს გამართავს. თემაზე უფრო ვრცლად ჩვენი კორესპონდენტი ცოტნე შაორშაძე ისაუბრებს.