უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე 2 ქვეყნის ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავებისა და დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს მოჰყვა პოლიტიკური შეფასებებიც, რომელსაც მერაბ პაპაშვილი გაგვაცნობს.