ისრაელში კვლავ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ომის მეექვსე დღეს ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1200-ს, ღაზაში კი 950-ს აჭარბებს. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევებს ახორციელებს. საპასუხო შეტევა ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის სამხედრო პუნქტის მიმართულებით ტანკ საწინააღმდეგო რაკეტის გასროლას მოჰყვა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. პარალელურად ისრაელი ღაზას ბლოკადას აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ჰამასის ტყვეობაში რჩება სულ მცირე 130 ისრაელელი, დაჯგუფება ისრაელის მხრიდან საპასუხო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძველების მოკვლით იმუქრება. საერთაშორისო საზოგადოება ისრაელს მხარდაჭერას უცხადებს. რა ხდება ისრაელში, რას აცხადებენ მოქალაქეები და როგორ აფასებენ მიმდინარე ვითარებას ექსპერტები. თემის დეტალებით ნატალია თვაური შემოგვიერთდება.