საერთო სასამართლოების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას კვლავ აქტიურად განიხილავენ ქართულ პოლიტიკურ სპქეტრში. იმის მიუხედავად რომ ვენეციის კომისია მთავარ შეუსრულებელ რეკომენდაციად კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას მიიჩნევს, მმართველი გუნდი ფიქრობს რომ მათ მაქსიმალურად შეასრულეს დაკისრებული რეკომენდაციები. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი ტრადიციულად სასამართლო კლანის არსებობაზე საუბრობენ და ამბობენ რომ მურუსიძის სასამართლოს პირობებში რაიმე სახის სიღრმისეული რეფორმის განხორციელებაზე საუბარი აბსურდულია.