ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი განიხილეს. კრემლის ინფორმაციით, ლიდერებმა ყურადღება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობაზე გაამახვილეს. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ „ორი სახელმწიფოს“ გეგმის საფუძველზე, პალესტინის სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა და პუტინმა დაძაბულობის ზრდის თავიდან ასაცილებლად მისაღები ზომები და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ინიციატივები განიხილეს. ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანკარა რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად ძალისხმევას გააგრძელებს.