პარლამენტი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვებს განაგრძობს, დღეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომებზე განიხილავენ. რეალური ეკონომიკური ზრდა, 2024 წელს დაგეგმილია 5.2%-ის ფარგლებში.