აშშ-ის იარაღის პირველი პარტია ისრაელში, ნევატიმის ავიაბაზაზე ჩავიდა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაშია აღნიშნული.
”თვითმფრინავი, რომელსაც თანამედროვე შეიარაღება გადაჰქონდა, სამხრეთ ისრაელში, ნევატიმის საავიაციო ბაზაზე დაეშვა. იარაღი განკუთვნილია მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების ხელშესაწყობად და სხვა სცენარებისთვის მზადყოფნის გაზრდისთვის“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელი მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.
„მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსთვის ამ რთულ პერიოდში აშშ-ის მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ჩვენმა საერთო მტრებმა იციან, რომ ჩვენს სამხედროებს შორის თანამშრომლობა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა და ის რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ნათქვამია განცხადებაში.