უკრაინამ და რუმინეთმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ლიდერების საუბარი უკრაინასა და რუმინეთს შორის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებასა და ახალი სასაზღვრო პუნქტების გახსნასაც შეეხო.