პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლომ ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და მათ ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა. ბრალდებულ ფიზიკურ პირებს, 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.