„ჰამასი“ ისრაელის მოქალაქეებს აფრთხილებს, ქალაქი აშკელონი დღეს, ადგილობრივი დროით 5 საათამდე დატოვონ.
განცხადება „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის სპიკერმა, აბუ უბაიდამ გაავრცელა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის საფრთხის მაუწყებელი სირენების ხმა ისმოდა, რის გამოც მოსახლეობა და ვიზიტორები თავშესაფრებში გადადიან.
CNN-ის ცნობით, სირენების გაჟღერებიდან მალევე, აშდოდში ძლიერი აფეთქებების ხმები გაისმა, რაც „რკინის გუმბათის“ მიერ ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტების მოგერიებით გამოწვეული ხმები იყო.