თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის პროცესი უკვე დასრულდა. აღნიშნულ საქმეზე ჩვენება გამომძიებლებმა და პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს. სხდომის დაწყებამდე, საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულმა პირებმა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ამ თემაზე კი უფრო ვრცლად ჩვენი ჟურნალისტი, ეკა ლემონჯავა ისაუბრებს.