22 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ირაკლი ეძგვერაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ირკვევა, თავად ირაკლი ეძგვერაძე გამოკითხვაზე მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ მის ჩვენებას მის წინააღმდეგვე გამოყენებენ. ეძგვერაძე აცხადებს, რომ ის გამოძიებას არ ენდობა. დაზარალებული ახლა სვამს კითხვას თუ ვინ აძლევს მას უსაფრთხოების გარანტიას. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატმა ოჯახის წევრებზე ზეწოლის შესახებაც ისაუბრა.