ისრაელი, „ჰამასის“ მხრიდან თავდასხმის საპასუხოდ, ღაზის სექტორის მიმართულებით სარაკეტო იერიშებს აგრძელებს. დღეს გამთენიისას ისრაელის ჯარმა „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ათობით ობიექტი დაბომბა. ოფიციალური თელ-ავივის განცხადებით, ამ დროისთვის ისრაელის სამხედროებმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს და აღნიშნული ტერიტორიების დანაღმვითი სამუშაო მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტების მცირე რაოდენობა ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ იმყოფება. ბოლო მონაცემებით, ჰამასის თავდასხმის შედეგად, ისრაელში 900-ზე მეტი ადამიანი დაირუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 2 900-ს აღწევს. ღაზის სექტორი კი, 100-ზე მეტი გარდაცვლილისა და 3 700 ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება.