11 ოქტომბერს, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დანიშნულ რეისზე ყველა ავიაბილეთი გაყიდულია - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა. ლაშა ჟვანიას განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები "აირზენასა" და ისრაელის მხარესთან, რათა დამატებითი რეისები უახლოეს დღეებში შედგეს. საქართველოს ელჩის განცხადები, ამჟამად ქვეყნის ყველა დასახლებას ისრაელის ჯარი აკონტროლებს, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელში 120 000 ქართველი ცხოვრობს.