საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს − შერეფ მალკოჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმთა გაძლიერებისათვის. ითქვა, რომ მიმდინარე წელს შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე, 2022-30 წლების სტრატეგია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სისტემური გარანტიების შემდგომი განმტკიცება.