თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესს დღეს სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო. მან სოლიდარობის ნიშნად ჩართვის დროს ისრაელის დროშა გამოფინა და ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადა. ყოფილმა პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში 2 ქართველ-ებრაელის გარდაცვალების გამოც. ექს პრეზიდენტმა დღევანდელ პროცესზე ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც ახსენა და თქვა, რომ 7 ნოემბრის საქმის „შეკერვა“ სწორედ მისი მეშვეობით ხდებოდა. თემაზე ვრცლად ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი ეკა ლემონჯავა ისაუბრებს.