ისრაელმა ღაზის სეტორი ბლოკადაში მოაქცია. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს, თუმცა ტერიტორიაზე ტერორისტები, შესაძლოა, კვლავ იმყოფებოდნენ. ჰამასის შესაძლებლობების განადგურებისთვის, ისრაელის თვითმფრინავები ღაზას სექტორზე დარტყმებს აგრძელებენ. მათივე ინფორმაციით, სამიზნეებს შორის, რომელსაც ბოლო საათების განმავლობაში ისრაელმა დაარტყა, რამდენიმე სამეთაურო პუნქტი და ის შენობაა, სადაც ჰამასის სამეთაურო ცენტრია. რა ხდება ამ დროისათვის ისრაელში, რას ამბობენ ისრაელში მცხოვრები ქართველები, როგორ აფასებენ ექსპერტები მიმდინარე პროცესებს და რა განცხადებებს აკეთებენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები?