ისრაელის ორი ძირითადი საფონდო ინდექსი, პალესტინურ მოძრაობა "ჰამასთან" შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, 6%-ზე მეტად დაეცა. ვაჭრობის მონაცემებით, TA35-ინდექსი 6.47%-ით, ხოლო TA125-ინდექსი 6.69%-ით დაეცა. საბანკო სექტორის აქციები 9%-ით დაეცა, ხოლო ისრაელის ვალუტა, შეკელი ერთი წლის მინიმუმზეა. სააგენტოს ცნობით, ისრაელის ფინანსთა მინისტრმა თავისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს დაავალა, სწრაფად უზრუნველყონ საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც საბრძოლო ოპერაციებისთვის არის აუცილებელი. ისრაელის ცენტრალური ბანკი კონფლიქტის ესკალაციის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზიანის შეფასებას ჯერ ნაადრევად მიიჩნევს.