ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და „ჰამასის“ შეიარაღებულ პირებს შორის სამხრეთ ისრაელში, ღაზას სექტორის მახლობლად 7-8 ლოკაციაზე ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ ისრაელში დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 600-მდე გაიზარდა. გატაცებულია 100-მდე პირი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ქვეყანაში შექმნილო ვითარების ფონზე, ისრაელის ცენტრალური ბანკი შეკელის კურსის სტაბილიზაციისთვის 30 მლრდ დოლარის უცხოურ რეზერვებს გაყიდის, მათ შორის, ოქროს და ვალუტას. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ცენტრალური ბანკი ავრცელებს. რეზერვების გაყიდვის გარდა, ცენტრალური ბანკი ბაზარს 15 მილიარდ დოლარამდე ღირებულების სვოპებით უზრუნველყოფს. ამასტან, ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო, ნავთობის ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ შესაძლოა,ბაზარზე ნავთობი გაძვირდეს.შეგახსენებთ, რომ შაბათს ისრაელზე „ჰამასმა“ თავდასხმა განახორციელა, როგორც ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით, ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ისრაელმა ღაზას სექტორზე საპასუხო იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. დაშავებულთა რაოდენობა კი 2 200-ს აღემატება. დაშავებული ან დაკარგული ქართველების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.