ისრაელში, საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში ამ დროისთვის არ შესულა. ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ამ დროისთვის გარდაცვლილია ორი ქართველი ებრაელი. ჟვანიას თქმით, ისრაელის ჯარი რამდენიმე დასახლებას ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს. შესაბამისად, ელჩს დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გააჩნია მისივე თქმით, ამ დრომდე ყველა გარდაცვლილი არ არის ამოცნობილი.