ისრაელში კვლავ დაძაბულია ვითარება. ისრაელის სამხედრო ავიაცია ღაზას სექტორზე საპასუხო დარტყმებს აგრძელებს. სამიზნეებს შორის, რამდენიმე სამეთაურო პუნქტი და ჰამასის სამეთაურო ცენტრია. ამავდროულად, მხარეები მსხვერპლის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ისრაელის ცნობით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. დაშავებულთა რიცხვი კი 2 200-ს აღემატება. ღაზას სექტორში კი აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა, 2300 კი დაიჭრა. “ჰამასი” აცხადებს, რომ მძევლად 130 ისრაელელი აიყვანეს და მათ შორის ისრაელის თავდაცვის ძალების მაღალი თანამდებობის პირებიც არიან. შეგახსენებთ, რომ შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა მოაწყო.