“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ უკვე 8 თვეა მელია მარცხს ვერ ეგუება, მისი განცხადებები კი ქართული ოცნების პროპაგანდას ემსგავსება. ხაბეიშვილი დასძენს, რომ მას არ აინტერესებს დატოვებს თუ არა ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის რიგებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა მელიამ თანამოაზრეებთან შეხვედრა გამართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტიის მოქმედი მენეჯმენტი ისევ მწვავედ გააკრიტიკა.