„მივიღე მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დააჩქაროს რეფორმები“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ კოპენჰაგენში ისაუბრა, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს. ბოკუჩავას თქმით, დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა არის ის აუცილებელი პირობა, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეუქცევადს გახდის.