თბილისში სიონის ქუჩაზე გამართული ქართული ღვინის ფესტივალი დასრულდა. ოქტომბრის თვის ტრადიციად ქცეულმა ფესტივალმა ვიზიტორებს წელს უკვე მეხუთედ უმასპინძლა. ქართული გემოები, არომატები, მრავალფეროვანი გასართობი პროგამა და ქართული ტრადიციული პროდუქცია - ვიზიტორებს ამ ყველაფრის ნახვა მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ.