ნიკა მელიამ ამომრჩევლებთან, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრა გამართა, სადაც მთავარი განხილვის საკითხი სამომავლო გეგმები და ქმედბები იყო. როგორც მელია განმარტავს, პარტიაში ერთობა მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე თქმით პარტიის ახალი მენეჯმენტი ნაციონალურ მოძრაობას განვითარების საშუალებას არ აძლევს. იგივე პოზიცია აქვთ ნუგზარ წიკლაურსა და ბაჩო დოლიძეს. კითხვაზე, რას აპირებს ყველაზე დიდი ოპოზოციური პარტია, მელია ცალსახა პასუხს არ სცემს და განმარტავს რომ წინ უამრავი შეხვედრაა სადაც გადაწყდება შეიქმნება თუ არა ახალი პოლიტიკური პლატფორმა.