ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
არსებული საფრთხეების საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინის ისლამისტურმა მოძრაობამ, „ჰამასმა“ აიღო.