საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 34 წლის იუბილეზე სეოკი-ს შენობაში განახლებული ოლიმპიური მუზეუმი და ბიბლიოთეკა გაიხნა. სხვადასხვა ოლიმპიური თემატიკის კუთხეების გარდა, მუზეუმში წარმოდგენლია ქართველი სპორტმენების მიერ ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების ასლები. გარდა ამისა, ადგილზე ასევე იხილავთ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებისა და აღიარების შესახებ. ამ ამბავზე უფრო მეტს ცოტნე შაორშაძის სიუჟეტიდან გაიგებთ.