ესპანეთში მესამე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მეორე დღე მიმდინარეობს. სამიტის ფარგლებში მსჯელობა უსაფრთხოებასთან არსებულ გამოწვევებსა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებს შეეხო. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. მხარეებმა რუსეთ-უკრაინის ომსა და აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტზეც ისაუბრეს. როგორია ევროკავშირის გაფართოების სამომავლო გეგმა და რა მესიჯები გაჟღერდა საქართველოსთან დაკავშირებით, ამას ჩვენი ჟურნალისტი, ნატალია თვაური მოგვიყვება.