პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. გუშინ დადიანის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მეგობარი. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.