მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში ინიციატივა შეიტანა. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითხოვს, რომ დაწესდეს მინიმალური ხელფასის სტანდარტი, რაც გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ს, ანუ 636 ლარს შეადგენს.