პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები, ერთმანეთს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი გზავნილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებია. რიგით მესამე სამიტს 47-ი ევროპული ქვეყნის ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან. რა განცხადებები მოისმინა მთავრობის მეთაურმა ევროპელი კოლეგებისგან და როგორ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები პრემიერის აღნიშნულ ვიზიტს.