რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. სამდღიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონატი A ჯგუფის მატჩით განახლდა, რომელშიც ახალი ზელანდიის ნაკრები ურუგვაის შეხვდა და 73:0 დაამარცხა.
ურუგვაის ნაკრების მორაგბეებმა მხოლოდ საწყის წუთებში შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა ზელანდიელთათვის. „ოლ ბლექსმა“ თანდათან ხელთ იდგო თამაშის სადავეები და შეხვედრის ბოლომდე მეტოქეს 11 ლელო დაუდო, ბონუსქულაც მოიპოვა და საბოლოოდ „მშრალი“ ანგარიშით მოიგო – 73:0.
ახალი ზელანდიის ნაკრებმა 15 ქულა დააგროვა და მეოთხედფინალში ითამაშებს. რაც შეეხება A ჯგუფში მეორე მეოთხედფინალისტის ვინაობას, ის 6 ოქტომბერს საფრანგეთისა და იტალიის მატჩის შემდეგ გაირკვევა. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.