კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსი შინ 79:82 დამარცხდა ლიეტუვის ჟალგირისთან. მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე ჯორდან მიკიმ ანგარიში 79:80 გახადა, რასაც ტაიმაუტი მოჰყვა. თუმცა ვირტუსმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რა თქმა უნდა, სასტარტო ხუთეულში იყო, მან ჯამში 31:01 წუთი ითამაშა და გუნდს 17 ქულა მოუტანა (2 სამქულიანი). მეტი ვირტუსში მხოლოდ ჯორდან მიკიმ ჩააგდო (18). შენგელიას ანგარიშზე 4-4 მოსხნა და პასიცაა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (21) თოკო მხოლოდ თანაგუნდელ ისაია კორდინერს (22) ჩამორჩა. ჟალგირისში საუკეთესო (25 ქულით) კინენ ევანსი იყო.
13 ოქტომბერს ვირტუსი მონაკოს ესტუმრება, სადაც მწვრთნელის ასისტენტად ნაკრების ყოფილი კაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს.