სირიის ქალაქ ჰომსში სამხედრო აკადემიაზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონების სამიზნე გამოსაშვები ცერემონია იყო, რომელსაც კურსანტების ოჯახები ესწრებოდნენ. დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. სირიის არმიაში აცხადებენ, რომ თავდასხმა "ტერორისტულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს, რომლებსაც მხარს ცნობილი საერთაშორისო ძალები უჭერენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამბოხებულებსა და ჯიჰადისტებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში მთავრობას ებრძვიან ჯერჯერობით არ აუღიათ. სირიის ჯანდაცვის მინისტრის, ჰასან ალ-გაბაშის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაღუპულთა შორის კი ექვსი ქალი და ექვსი ბავშვია.