აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში დამსახურებულ პედაგოგებთან, აფხაზეთის საჯარო სკოლების მედალოსან კურსდამთავრებულებთან და აფხაზეთიდან დევნილ, წარჩინებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, ასევე მედალოსან კურსდამთავრებულებს და სამინისტროს სტიპენდიანტებს დიპლომები, წიგნები და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.