ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩვენი ქვეყნის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საქართველოში რეფორმების განხორციელებაა საჭირო. მისივე თქმით, დეკემბერში გაფართოების საკითხი ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დადგება და მათ შორის, საქართველოს საკითხიც განიხილება. მანვე აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური რეფორმებს, კორუფციასთან ბრძოლას და სასამართლოს დამოუკიდებლობას უნდა მიენიჭოს.