სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. ისინი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს აპროტესტებდენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული ცვლილება საზოგადოებაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება. მათივე განმარტებით, საზოგადოება კანონის შეზღუდვას არ გაითვალისწინებს და საჭიროების შემთხვევაში, პროტესტის ყველა ფორმას მიმართავს. აქციის მონაწილეები და პოლიცია ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.