თბილისი პირველ ქართულ-ჩეხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ერთობლივი ფორუმის იდეა შარშან ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა. ფორუმის მიზანი ქართულ-ჩეხური სამართლის სისტემების კიდევ უფრო დაახლოება და ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა, მათ შორის, ქართული კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების მიმართულებით, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და ევროპული პერსპექტივის კონტექსტში.