წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში შაქრის ფასი, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა. 4 ოქტომბერს 1 ფუნტი, რაც დაახლოებით ნახევარი კილოგრამია, შაქრის ფასი ბირჟაზე 25.7 ცენტს შეადგენს. აღსანიშნია, რომ შაქრის გაძვირება პანდემიურ 2020 წელს დაიწყო, ხოლო შემდეგ ფასის ზრდაში სხვადასხვა ფაქტორმა შეიტანა წვლილი. ჩავარდნილმა სეზონმა და შემცირებულმა მოსავლიანობამ მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში შაქრის ფასი თითქმის 12-წლიან მაქსიმუმამდე გაზარდა სექტემბერში, თუმცა საქონლის გაძვირება ყველაზე მეტად აფრიკის უღარიბისი ქვეყნებისთვისაა მტკივნეული, რაც მოსახლოეობას აიძულებს, ხშირად, კვებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ ინგრედიენტზე უარი თქვან. რაც შეეხება საქართველოს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში დაახლოებით 69 მლნ დოლარის შაქარი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 38.8%-ით მეტია. შესაბამისად, გაზრდილია შემოტანილი პროდუქციის მოცულობაც 16 ტონით და 101 ათას ტონას გადააჭარბა. გასულ წელს თუ ერთი ტონა შაქრის იმპორტი დაახლოებით 578 დოლარი გვიჯდებოდა, წელს უკვე 676 დოლარის გადახდა გვიწევს. უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები კი არიან ბრაზილია, არაბთა გაერთიანებული საამიერობი და მაროკო.