შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საკითხის მეორე მოსმენით განხილვა, საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაგრძელდება. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. ცვლილებათა პაკეტი მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით არსებული კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.