ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ირანისთვის ჩამორთმეულ ათასობით იარაღსა და საბრძოლო მასალას გადასცემს, რაც იმ დეფიციტის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს, რომლის წინაშეც უკრაინელი სამხედროები დგანან. ამასთან, CNN-ის ცნობით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ უკრაინას უკვე გადასცა ირანისთვის ჩამორთმეული მილიონზე მეტი ტყვია. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მარტში გამოაცხადა, რომ სურდა ერთი მილიონი ვაზნის და საბრძოლო მასალის, კონფისკაცია, რომელიც აშშ-ის საზღვაო ძალებმა იმ საბრძოლო გემებიდან ამოიღეს, რომლებსაც ირანი იემენში იარაღის გადასაზიდად იყენებდა.