კომუნიკაციების კომისიამ, სტუდენტებში ტექნოლოგიებისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციის ფარგლებში, 5G ტექნოლოგიის უპირატესობები, არსებული ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნები, მსოფლიო ტენდენციები და საქართველოში 5G ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით ComCom-ის მიერ განხორციელებული სამუშაოები განიხილეს. კომუნიკაციების კომისია უნივერსიტეტებში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს.