აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი თქვა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, გრანადაში ალიევის შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანთან, ევროკავშირის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით უნდა გამართულიყო. მედიის ცნობითვე, ვიზიტის გაუქმების მიზეზი საფრანგეთის დესტრუქციული პოზიცია, ასევე შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით, პარიზსა და ბერლინს შორის არსებული უთანხმოება გახდა.