საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, სავალუტო ფონდის შეშფოთების საგანი ხდება. ფონდში აცხადებენ, რომ ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობს, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. საკითხს ქართული პოლიტიკური სპექტრის არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. რას უკავშირებენ სავალუტო ფონდის განცხადებასა და დაგაწყეტილებას ოპოზიციასა და მმართველ გუნდში - ვრცლად, ჩვენი ჟურნალისტის, ხატია სამხარაძის სიუჟეტიდან გავიგებთ.