75 მომხრე, 23 წინაარმდეგი - ამ შედეგით საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სამივე მოსმენით მის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში აპირებს. კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით დრევანდელ პლენარულ სხდომაზე კამათისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. როგორ განვითარდა მთელი დღის განმავლობაში მოვლენები სესიაზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლიაშვილი გავვაცნობს.