ჰელიკობაქტერ პილორი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ხშირი, ქრონიკული ინფექციის გამომწვევია, რომელიც კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს აზიანებს.
მეცნიერებისთვის დღემდე მისი გადაცემის ზუსტი გზები უცნობია. საკმაოდ ვერაგი ბაქტერიაა და ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება , წყლულოვანი დაავადება და კუჭის კიბოც კი.
ჰელიკობაქტერპილორის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად ითვლება ურეაზას სუნთქვითი ტესტი.
სუნთქვითი ტესტი წარმოადგენს ბაქტერიის გამოვლენის მარტივ, უსაფრთხო და ერთ–ერთ ყველაზე ზუსტ მეთოდს.
ხანმოკლე პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი უბრუნდება ყოველდღიურ აქტივობას.
სუნთქვითი ტესტით დგინდება ორგანიზმში არის თუ არა ბაქტერია. ტესტის შედეგით განისაზღვრება ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნის საჭიროება.