ნაპოლი-რეალის გარდა, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები ევროპის კიდევ 5 ქალაქში გაიმართა და ძალიან საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
პირველ რიგში, ინგლისური გრანდები, მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი მოულოდნელად, დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერს პრემიერლიგაშიც უმძიმეს სტარტი აქვს.
ისტორიაში პირველად, "წითელ ეშმაკებს" ამ ტურნირზე ორი ტურის შემდეგ ქულაც არ აქვთ. ბაიერნთან მიუნხენში მარცხი თუ ლოგიკურია, "ოლდ ტრაფორდზე" გალათასარაისთან მარცხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ინგლისელები რასმუს ჰოილუნის დუბლით ორჯერ იგებდნენ, მაგრამ თურქებმა მაინც მოიგეს. გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე მაურო იკარდიმ გაიტანა. გარდა ამისა, შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე არგენტინელმა ფორვარდმა პენალტი ვერ გაიტანა.
...
სენსაცია მოხდა საფრანგეთშიც, სადაც არსენალი ადგილობრივ ლანსთან დამარცხდა. გაბრიელ ჟეზუსის გოლით თავიდან არსენალი იგებდა, მერე კი ფრანგებმა დააქამბექეს. გამარჯვების გოლი ელი ვაჰიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ლანსს არასდროს წაუგია ჩემპიონთა ლიგაში მატჩი, რომელშიც პირველი გოლი გაუშვა და ასეთი რამ უკვე მეექვსედ მოხდა.
და ბოლოს, D ჯგუფი, სადაც ინტერმა ლისაბონის ბენფიკას მარკუს ტურამის გოლით მოუგო. აქ ლიდერობას ინტერთან ერთად სოსიედადი იყოფს, მათ 4-4 ქულა აქვთ., ზალცბურგის ანგარიშზეა 3 ქულა, ხოლო ბენფიკა უქულოდაა.