დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილსაც მოუსმენენ. დავითაშვილი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მიდის. ის უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს."მინისტრის საათი" პოლიტიკური განცხადებებით დასრულდება.