პოლონეთი, უკრაინა და ლიეტუვა უკრაინული მარცვლეულის შემოწმების პროცედურის უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად ლიეტუვის ტერიტორიაზე განხორციელებაზე შეთანხმდნენ. მედიის ინფორმაციით შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადება უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრომ და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა გამოაცხადეს. მათი განმარტებით, შეთანხმება პოლონეთის გავლით ტრანზიტს დააჩქარებს. უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის შეთავაზებას ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტო სანიტარული კონტროლის უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის პორტში გადატანასთან დაკავშირებით.ვ